Logo

თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

შემთხვევა
25.09.2021 / 15:30
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

“გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.

 

ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც თუშეთიდან 50-მდე პირის, მათ შორის ტურისტების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement