Logo

“თვისობრივად სხვა და ახალი პროცესი დაიწყება, მათ შორის ჩვენ მოგვიწევს ბევრი მსჯელობა პარტის შიგნით”

საზოგადოება
633
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდგომ მნიშვნელოვან და თვისობრივად განსხავავებულ პროცესებზე საუბრობს. 

"პირველ რიგში, ნიკა რომ თავისუფლებაზე იქნება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ოჯახისთვის, შვილისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენთვის, პარტიისთვის და ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის. ნიკას აქვს განსაკუთრებული თვისებები და ეს თვისება კარგად გამოჩნდა მათ შორის გლდანში, როდესაც მან ძალიან ბევრი ხმის შემოკრება მოახერხა მის გარშემო. მე ვფიქრობ, რომ თვისობრივად სხვა და ახალი პროცესი დაიწყება, მათ შორის ჩვენ მოგვიწევს ბევრი მსჯელობა პარტის შიგნით. ნიკა აპირებს, რომ უამრავ თავის კოლეგას და ადამიანებს შეხვდეს და კონსულტაციები გაიაროს ყველა მათგანთან. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პროცესი", – აცხადებს დეკანოიძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები