თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, სახალხო დამცველის ოფისის, ათეას აღმასრულებელ საბჭოსა და შერჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, მრავალდონიანი თანამშრომლობისა და დიალოგის ფარგლებში მოეწყო, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან ერთად გახსნა.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.
თაგები:
სერგო ხიდეშელი

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“საქართველოს ბანკის” და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, ქართულ სტარტაპებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა