თვითმფრინავი და 1 000-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 302420 (+930) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 02.11.2023-მდე: ტანკები – 5241 (+18), ჯავშანტექნიკა – 9877 (+43), საარტილერიო სისტემები – 7292 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 850 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 566 (+3), თვითმფრინავები – 322 (+1), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5488 (+20), ფრთოსანი რაკეტები – 1549 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9658 (+34), სპეციალური ტექნიკა – 1032 (+13).
