თვითმფრინავი და 800-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 299 940 (+860) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.10.2023-მდე: ტანკები – 5190 (+15), ჯავშანტექნიკა – 9775 (+17), საარტილერიო სისტემები – 7202 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 834 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 559 (+1), თვითმფრინავები – 321 (+1), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5419 (+20), ფრთოსანი რაკეტები – 1544 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9555 (+23), სპეციალური ტექნიკა – 1014 (+2).
