თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
თიბისიმ მსხვილი კორპორაციული კლიენტების ფინანსური მენეჯერებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრები ტრადიციულად BDO Academy-სთან თანამშრომლობით გაიმართა.
ტრენინგების მთავარი თემა წელს ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტები იყო, მათ შორის: „RPA და ციფრული ბუღალტერია: მონაცემთა სინქრონიზაცია საგადასახადო და ფინანსური აუდიტისთვის“, „2024 წლის აქტუალური საგადასახადო საკითხები“ და „ფასს 16 - იჯარა“.
სალექციო საკითხები ფინანსური მენეჯერების წინასწარი გამოკითხვის მიხედვით შეირჩა, შეხვედრები კი BDO Academy-ს ტრენერებმა ჩაატარეს.
“თიბისი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს და დროულად პასუხობს მათს ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. უკვე ოთხი წელია „BDO აკადემიასთან“ ერთად ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსური მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, ტრენინგები პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაში”, - აცხადებს ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს