თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც მათ სრულიად უფასოდ შეისწავლეს ტექნოლოგიების და დაეუფლებიან თავიანთ მომავალ პროფესიას.
ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი - ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლეს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.
თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი შემოდგომიდან თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს