თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
თიბისის დაფინანსებით, მონტესორის პირველი ლიცენზირებული ბაღი - "მონტესორი უნივერსი“ გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება საქართველოში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა. ბაღი თბილისში, ლისის ტბასთან, მდებარეობს და 2.5-დან 6 წლამდე ასაკის 180 ბავშვს მიიღებს.
პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 4.7 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება მილიონ ლარამდეა.
ბაღის შენობა დაპროექტდა და აშენდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბავშვებზე, რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად საქმიანობა და თამაში შეძლონ. მასწავლებლები გადამზადებულები არიან აშშ-ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში.
თიბისისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადად, განათლების სფეროს მხარდაჭერა. ბანკი სექტორს აქტიურად აფინანსებს - ამ მიმართულებით თიბისის სასესხო პორტფელი 162 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით, თიბისი პარტნიორებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს