თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
27 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, Hubs.ge-ს შოურუმში ქალთა საფეხბურთო კლუბ "ვერეს" და ბორჯომის საფეხბურთო კლუბ „თორის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ქართული და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავს - გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ.
საგანგებოდ ამ დღისთვის, გიორგისთან კოლაბორაციით, თიბისიმ ბავშვებისთვის შექმნა ბრენდული ატრიბუტიკა, რომელიც პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ და რომელზეც მამარდამ მათ სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.
გიორგი მამარდაშვილმა პატარა ფეხბურთელებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა, გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც, ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად და შთაბეჭდილებად დარჩება.
გვჯერა, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა დიდ შთაგონებად იქცევა და ამის შემდეგ, უფრო მეტი მონდომებით, მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც აირჩიეს და რომლისაც დაიჯერეს.
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს