თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ამისთვის, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტი საჭირო აღარ არის.
თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე ჩაერთონ სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გააქტიურონ სახელფასო ბარათები, დაზოგონ დრო და კიდევ უფრო გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა.
სახელფასო პროექტში ჩასართავად, საკმარისია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.
„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ და მათი სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების, ისე - დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელ პირებს“, - აცხადებს ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო მიმართულების ხელმძღვანელი.
თიბისის სახელფასო პროექტის და მასში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/payroll.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს