Logo

ტიმოთესუბნიდან დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება

რეგიონები
80
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ასფალტის საფარის მოწყობა 2.7 კმ მონაკვეთზე; ხელოვნური ნაგებობების - რკინაბეტონის მილების და მიერთებების მოწყობა, ასევე  რეაბილიტირდება ხიდი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. რათა ადგილობრივ მოსახლეობის გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდეს და განვითარდეს ტურისტული პოტენციალი რეგიონში.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement