Logo

თინა ბოკუჩავა - არ გამოვრიცხავ, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დაჩქარებული წესით და მოკლე ვადებში მიმართონ "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით

პოლიტიკა
154
Frontnews image description

მე არ გამოვრიცხავ, რომ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დაჩქარებული წესით და მოკლე ვადებში მიმართონ წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ერთიანობაა მნიშვნელოვანი.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დაჩქარებული წესით და მოკლე ვადებში მიმართონ წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით. 

იმდენად მიყვარს ეს სიტყვა - ერთიანობა და იმდენად მაქვს შინაგანად გასიგრძეგანებული, რომ მართაც, ძალა ერთობაშია და თუ გვინდა, რომ საერთოდ მომავალი გვქონდეს, ერთიანობის გარეშე ეს შეუძლებელია. ამავდროულად, ერთგვარი უსუსურობის განცდაც კი მეუფლება ხოლმე ხანდახან, როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც მუდმივად ერთიანობაზე ვსაუბრობდი, რომ უნდა გადავდოთ ყველაფერი, რაც გვყოფს, უნდა დავივიწყოთ ჩვენი ნომრები, ყველაფერი. ახლა კი რჩება შესაძლებლობები, მაგრამ სწორად უნდა ვმართოთ პროცესები. ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ ოთარ ზურაბიშვილს, ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ამ საპროტესტო მოძრაობის, მაგრამ ისევ თუ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დაიწყება საუბარი ერთგვარ მჭიდრო კოორდინაციაზე, მაღალი ხარისხის კოორდინაციაზე, მე არ ვიცი, საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიცია რა იქნება, მაგრამ მე დიდი მოლოდინით და იმედით ამას ნამდვილად ვერ შევხვდები იმიტომ, რომ გამოვლილი გვაქვს ეს უკვე. სალომე ზურაბიშვილმა, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ შეძლო გახარიას და "ლელოს" გაერთიანება, როცა ამ პარტიებმა რუსული სპეცოპერაციისთვის გაერთიანება შეძლეს და ასეთი რა შეუთავსებლობა ჰქონდათ მაშინ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებულიყვნენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement