თინა ბოკუჩავა - არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს პირობებს

ავტორი
Front News საქართველო
არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება.
"ამერიკის საელჩოს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო და ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი აშშ და რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ეს არის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




