თინა ბოკუჩავა - არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში არსად არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე;
ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის — ერთიანობა;
ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი;
ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე;
ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას;
ანუ, გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები;
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი „ქოცური“ ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება „ქოცური“ პროპაგანდის ინსტრუმენტი“, – წერს თინა ბოკუჩავა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პრესრელიზში აღნიშნავს, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები საქართველოს "დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი გამოცდაა".
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, "გამოიყენოს ეს შესაძლებლობა", რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება დააფიქსიროს თავისი პროევროპული მისწრაფება.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა