
ავტორი
Front News საქართველო
ასეთ მნიშვნელოვან თარიღზე დღეს ერთჯერადად შეკრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ ხალხის ენერგიის მაქსიმალური მობილიზება.
"ამ რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, რომ იყვნენ ამ დიდი ზეიმის ნაწილი იმიტომ, რომ თავად არიან დამნაშავენი დამოუკიდებლობის ხელყოფის საქმეში.
რაც შეეხება ამ აქციების განგრძობადობას, რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან თარიღზე დღეს ერთჯერადად შეკრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა შევძლოთ ხალხის ენერგიის მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ამ პროტესტს განგრძობითი ხასიათი მიეცეს.
ადამიანები რუსთაველზე ყოველდღიურად დგანან იმისთვის, რომ პროტესტის კერა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს