თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გენერალ კიტ კელოგს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე ტრამპის წარმომადგენელს უკრაინაში გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადს შეხვდა;
"დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს