თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა მილიონობით საქართველოს მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე - ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს