თინა ბოკუჩავა და ლევან სანიკიძე ფრანკ შვაბეს შეხვდნენ

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარეს და გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანკ შვაბეს შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების უკანონო დაკავება, რაც ნათლად ასახავს ხელისუფლების რეპრესიულ და შერჩევით მართლმსაჯულებას.
"ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების თავისუფლების შეზღუდვა და პოლიტიკური დევნა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ემხრობა.
შეხვედრაზე ასევე სასაუბრო თემა შეეხებოდა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის დაწესებას მიზნობრივ ჯგუფებზე — "ქართული ოცნების“ ლიდერებსა და იმ პირებს, რომლებიც ყოველდღიურად ანგრევენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელს უშლიან ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


