თინა ბოკუჩავა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ზელენსკის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები ზელენსკის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოლენა შულიაკს შეხვდნენ.
“ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შევხვდით პრეზიდენტი ზელენსკის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოლენა შულიაკს, რომ მათ დავუდასტუროთ ქართველი ხალხის სოლიდარობა და მხარდაჭერა “ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ სააკაშვილის სახელით მაშინ, როდესაც დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმს არ მიესვლება უკრაინის მთავრობასთან, რადგან ისინი ფსონს რუსეთის გამარჯვებაზე დებენ.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა მოიპოვებს მშვიდობას, მშვიდობას მოიპოვებს საქართველოც, ეს იქნება გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა და ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში, ისევე როგორც ევროპულ დედაქალაქებში და ვაშინგტონთან, რომ საქართველო გახდეს დიდი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და ჩვენ დავუბრუნდეთ ევროატლანტიკურ და ევროინტეგრაციის გზას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს