თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით

ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ლევან სანიკიძეს ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი საამაყო გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო, არის ლევან სანიკიძის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა.
"ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ლევან სანიკიძეზე, არის ის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილება რაც მივიღე, იყოს ის, რომ ის დაინიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად ლევან სანიკიძეს განიხილავს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




