Logo

თინა ბოკუჩავა - დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში, სენატშიც გვექნება შეხვედრები

პოლიტიკა
4 საათის წინ / 10:33
Frontnews image description

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ 12 მაისს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო აშშ-ში, რაც წარმოადგენს პირველ ვიზიტს ვაშინგტონში საქართველოდან მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო MEGOBARI აქტი, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციაში პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი.

"დღეს დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ “მეგობარი აქტისთვის”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც გადაეცა სენატს. ჩვენ ბუნებრივია, სენატშიც გვექნება შეხვედრები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, უკრაინა, საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები