თინა ბოკუჩავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებზე


ავტორი
Front News საქართველო
"ქალი ქალია, კაცი კაცია" კამპანიის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციაზე აღარ საუბრობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა ყველა საქართველოს მოქალაქეზე, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებზე“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“ალბათ, მას შემდეგ, განსაკუთრებით ჟურნალისტების ძალიან სწორი კითხვების და ძალისხმევის ფონზე ჩაუვარდათ კამპანია - ქალი ქალია და კაცი კაცია, მაშინ როდესაც უამრავი არაკაცი გამოვლინდა “რუსული ოცნების” რიგებში და საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა, ეტყობა მიხვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი არ არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ.
ჩვენ ვალდებულები ვართ, საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს