Logo

თინა ბოკუჩავა - ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მტკივნეული და შავბნელი წარსულის გაღვიძების მცდელობა

პოლიტიკა
213
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პოლიტპატიმარ ნინო დათაშვილს და ვგმობ მის მიმართ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ დანიშნულ იძულებით ფსიქიატრიულ "დაკვირვებასა" და "ექსპერტიზას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მტკივნეული და შავბნელი წარსულის გაღვიძების მცდელობა, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიასთან მებრძოლ დისიდენტებს და მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მათი გაჩუმების მიზნით, იძულების წესით ათავსებდნენ.

ადამიანების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება იყო სისხლიანი საბჭოთა რეჟიმის რეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული ფორმა, რომელიც ჩვენს საბჭოთა ოკუპაციასთან ერთად წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ივანიშვილმა გააღვიძა ყველაზე ბინძური ფორმით, როდესაც აქტივისტი ქალი, დედა, დამსახურებული პედაგოგი იძულებით ფსიქიატრიულ "შეფასებაზე" მისი განეიტრალების, სტიგმატიზების, გაჩუმების მიზნით გაამწესა.

მას შემდეგ რაც ივანიშვილის რეჟიმი ჩემი შვილების უსაფრთხოებით დამემუქრა, ვიპოვე ძალა დამეძლია დედისთვის ყველაზე დიდი შიში, არ გავჩუმდი და საჯაროდ ვთქვი სიმართლე, მათ შორის იმის დასამტკიცებლად, რომ ივანიშვილის რუსული სისასტიკე ვერასოდეს გახდება ნორმა საქართველოში, რომ არაფერი საერთო ამ რეჟიმს ქართველობასთან არ აქვს.

ეს არის საბჭოთა სისასტიკის დღევანდელი მემკვიდრის, პუტინის მმართველობის ანალოგზე და ღირებულებებზე მდგარი რეჟიმი. მაგრამ რუს-ქოცმა ივანიშვილმა ვერ შეიმეცნა, რომ საქართველო რუსეთი არასოდეს გახდება და არასოდეს დაბრუნდება წარსულში!

არ გვეშინია, არ გავჩუმდებით! და ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!

თავისუფლება ნინოს! თავისუფლება მიშას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!" - წერს თინა ბოკუჩავა.

Advertisement