თინა ბოკუჩავა - ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის


ავტორი
Front News საქართველო
“მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით, არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს