თინა ბოკუჩავა - ეს არის "ვარდების რევოლუციის" კონტრრევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება, ეს არის პუტინის დაკვეთა

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის "ვარდების რევოლუციის" კონტრრევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება. ეს არის პუტინის დაკვეთა, რომელსაც ის საჯაროდ აჟღერებდა - იმ უმაღლესი მთავარსარდლის სასტიკი დასჯა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად გაბედა და მას წინააღმდეგობა გაუწია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
"დიქტატურის კონსოლიდაციის გზაზე ივანიშვილი ახალ-ახალ ბრალს უყენებდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მას პრაქტიკულად, უკვე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამიტომ ერთადერთი რაც დარჩენოდა რეჟიმს, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო ან პუტინის სტილში, პირდაპირ მისი სიკვდილამდე მიყვანა.
ეს არის "ვარდების რევოლუციის" კონტრრევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება. ეს არის პუტინის დაკვეთა, რომელსაც ის საჯაროდ აჟღერებდა - იმ უმაღლესი მთავარსარდლის სასტიკი დასჯა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად გაბედა და მას წინააღმდეგობა გაუწია. ეს არის სიგნალი ზელენსკისთვის, სანდუსთვის, ყველასთვის, ვინც მისი მარწუხებისგან თავისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძვით იარაღით ან უიარაღოდ.
ამ დროს ზოგიერთი პოლიტიკანი თუ კომენტატორი, ისევ გამოვა და მიშას "დაგმობას" დაიწყებს, იმ 9 წელზე საუბარს, რომელმაც თავისი შეცდომების გათვალისწინებით, თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა. მერე ნუ უკვირთ, მათ შორის მათ, ვინც "თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთ"-ს ქადაგებდა 2012 წელს, რომ რუსულ ჭაობად იქცა ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ერთ დროს ევროპული პერსპექტივა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.
ისევ მიშა, ისევ "ნაცები, ისევ "9 წელი" და ამ დროს დავკარგეთ არა მხოლოდ ევროპული მომავლის შანსი, არამედ სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
ჩვენ ამ უსაზღვრო უსამართლობასაც გავუძლებთ, მაგრამ თქვენ რას ეტყვით შვილებს და შვილიშვილებს არ ვიცი, რომ მიშას ბოღმას გადააყოლეთ მათი მომავალი და ეს ქვეყანა", - წერს თინა ბოკუჩავა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


