Logo

თინა ბოკუჩავა - ეს წერილი თუ ვინმეს მაგიდაზე მოხვდება, ამას უკუეფექტი ექნება

პოლიტიკა
2 საათის წინ / 23:37
50
Frontnews image description

გამორიცხულია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძის დაწერილი ბოდვის გამო, "მეგობარ აქტს" ხელი არ მოაწეროს და შემდეგ არ მოიყვანოს ამერიკის ადმინისტრაციამ სისრულეში სანქციების სახით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით,  ირაკლი კობახიძის წერილი თუ ვინმეს მაგიდაზე მოხვდება, ამას უკუეფექტი ექნება.

"წარმოუდგენელი შინაარსის წერილია. თავისუფალი სამყაროს ლიდერს, სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტუქსავს და ამუნათებს. ეუბნება, რომ საშინაო დავალება, რომელიც ივანიშვილმა გასცა ე.წ. "დიფ სთეითის" დამარცხების შესახებ დონალდ ტრამპმა ვერ შეასრულა. წარმოუდგენელ ტონალობაში დაწერილი წერილია. 

ეს წერილი თუ ვინმეს მაგიდაზე მოხვდება, ამას უკუეფექტი ექნება. ივანიშვილს, ალბათ, აღარ დარჩა მრჩეველები, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ლობისტი, რომელიც ჰყავდა აშშ-ში, მან გაუშვა. ეტყობა, საერთოდ მრჩეველიც არ ჰყავს დარჩენილი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი წერილია. ეს არის მტრულად განწყობილი, დაჩაგრული, დაბეჩავებული და გასაწყლებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს წარმომადგენლების ბოდვა.

გამორიცხულია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძის დაწერილი ბოდვის გამო, "მეგობარ აქტს" ხელი არ მოაწეროს და შემდეგ არ მოიყვანოს ამერიკის ადმინისტრაციამ სისრულეში სანქციების სახით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ჩვენი ქვეყნის აქტუალიზაცია მოვახდინოთ და დავიცვათ ქართველი ხალხის ინტერესები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები