თინა ბოკუჩავა - გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ


ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძის სუსის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში – გამარჯვება ძალიან ახლოს არის და მას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
"მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა ზედმეტ სახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ მამუკა მდინარაძის სუსის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა, მაგრამ ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარ როლს ითამაშებს. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს