Logo

თინა ბოკუჩავა - გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე

პოლიტიკა
272
Frontnews image description

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის დიალოგის სივრცის ძიება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის დიალოგის სივრცის ძიება. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა ქვეყანასთან მიმართებით მათი ფუნქცია და მისიაა, თუმცა ძალიან კარგად ესმით და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ, ქვეყანაში გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი მეტი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება და არ არსებობს პირობები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, ბუნებრივია, ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს. ამიტომ, გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოში ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები