თინა ბოკუჩავა - გვაქვს ინფორმაცია, რომ დააკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან კატასტროფულად ეშინია ივანიშვილს, რომ ის რაღაც კომპრომატებს გამოაქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
გვაქვს ინფორმაცია, რომ ასევე დააკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან კატასტროფულად ეშინია ივანიშვილს, რომ ის რაღაც კომპრომატებს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ქვეყანაში დიქტატურაა, ეს აღარ არის უკვე ავტორიტარიზმისკენ სვლა. ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, არც ქალს, არც კაცს, არც თავისიანს, არც ოპონენტებს, აბსოლუტურად ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი.
ეს ნამდვილად, უტყუარად არის მისი ბოლო ჟამის დასტური, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი, მართალი, უშიშარი პოლიტიკოსი, აქტივისტი ქალი.
პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს, სუსი სუსს, სასამართლო სასამართლოს არ ჰგავს, ჩამოიქცა და ჩამოინგრა ყველა ინსტიტუცია, ერთმანეთს ესვრიან, იჭერენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ასევე დააკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ, რომ კატასტროფულად ეშინია ივანიშვილს, რომ ის რაღაც კომპრომატებს გამოაქვეყნებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს