თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია


ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია, ამიტომ ვმუშაობთ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან, რათა ზეწოლის გზები მოიძებნოს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“არანაირი პირობების შესრულებას ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს, რომელიც ევროკომისიამ წაუყენა. ეს არის უტოპიური და შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება არის სრულიად გაუმართლებელი, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე არის სრულიად რეალური. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. ეს არის დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა - შიდა წნეხის გაძლიერებასთან რომ მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც არ ზიანდება საქართველოს მოქალაქეები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს