თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე გიგაურს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არც ის და არც ერთი პოლიტიკური ტყვე არ შეშინდება


ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე გიგაურს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არც ის და არც ერთი პოლიტიკური ტყვე არ შეშინდება და იბრძოლებს რეჟიმის დასასრულებლად”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაც თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებიამ, მოსამართლედ წოდებულმა, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და ორი წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნის და ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა, ბორკილებდადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა და ეს ბატონი გაბუნია შემდეგ უკვე ცრუ მოწმედ გამოიყვანეს. ასე თეთრი ძაფით არის ნაკერი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი და არცერთი სხვა არ მოიხდის იმ პოლიტიკურ ბრალს, რომელიც გამოიტანა სისტემამ, რადგან გაცილებით უფრო მალე დაემხობა ეს ძალადობრივი უსამართლო სისტემა, რომელიც რუსეთის ანალოგზეა აწყობილი და ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართლმსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები. დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ არ შეშინდება და არ შეშინდება არცერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებენ რეჟიმის დასასრულებლად”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს