თინა ბოკუჩავა ჯეიმს მაკკლირს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრს ჯეიმს მაკკლირს შეხვდა.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თინა ბოკუჩავა ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს დელეგაციის წევრებთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრთან ჯეიმს მაკკლირისთან, რომელიც ცნობილია საქართველოს საკითხზე მისი აქტიურობით ბრიტანეთის თემა პალატაში, სადაც ის ყოველთვის ითხოვს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას, მათ შორის ბრიტანეთის სანქციების დაწესებას ივანიშვილზე და მისი რეჟიმის წევრებზე.
ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საგანგებო დებატები, რომელიც ხვალ შედგება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემდგომ რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნება, ისევე როგორც ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობა საგარეო წნეხის გაძლიერებისთვის ივანიშვილის რეჟიმზე", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა