Logo

თინა ბოკუჩავა - ხელოვნურად სხვადასხვა მეთოდით არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები

პოლიტიკა
308
Frontnews image description

ხელოვნურად სხვადასხვა მეთოდით არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ აქციის ორგანიზატორებს კონკრეტულ ადგილებზე სცენის დადგმის უფლება არ მიეცათ, ეს მათ აქციას ხელს ვერ შეუშლის.

"ხელოვნურად სხვადასხვა მეთოდით არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები. მათ შორის, ორგანიზატორებს რაღაც ლოკაციებზე სცენის დადგმის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ადამიანების ერთიანობას და დღეს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანის გამოსვლას ჩვენი ქვეყნის, შვილების მომავლის, მათი კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ამ ქვეყნის თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილი. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

Advertisement