Logo

თინა ბოკუჩავა - ქვეყნის გარეთ უნდა იყოს ზომები მიღებული იმისათვის, რომ დავაჩქაროთ სანქციების პროცესი

პოლიტიკა
216
Frontnews image description

ეს არის ჩვენი მთავარი ბრალდება, რომ ჩვენ არ ვუთმობთ ქვეყანას რუსებს სტრასბურგში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სტრასბურგში მცირდება წარმომადგენლობა ქართველი  პოლიტიკური ლიდერების, თუმცა ამით არ კნინდება ბრძოლა.

"სტრასბურგში მცირდება წარმომადგენლობა ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მაგრამ ამით არ მცირდება და კნინდება ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, პირიქით, ჩემი აზრით, ეს გვაძლევს განცდას იმისთვის, რომ ქვეყანაში მოვახდინოთ, ერთი მხრივ, სრული კონსოლიდაცია და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ უნდა იყოს ზომები მიღებული იმისათვის, რომ დავაჩქაროთ სანქციების პროცესი. საგარეო ფრონტზე ერთადერთი გამოსავალი და ხსნა ეს არის გაზრდილი წნეხი და ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პერსონალური ტარგეტირებული სანქციები ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი, კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და რომელიც აპატიმრებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ განსხვავებული აზრის მქონე უდანაშაულო ადამიანებს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და ჩვენ არ ვბარდებით რუსეთს. ეს არის ჩვენი მთავარი ბრალდება, რომ ჩვენ არ ვუთმობთ ქვეყანას რუსებს სტრასბურგში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement