თინა ბოკუჩავა - მაკა ბოჭორიშვილი ძალიან აქტიურად ცდილობდა მოხვედრილიყო "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში


ავტორი
Front News საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი ძალიან აქტიურად ცდილობდა მოხვედრილიყო "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში, მაგრამ მისი კვალიფიკაციები არ აღმოჩნდა საკმარისი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მაკა ბოჭორიშვილი თეა წულუკიანის დანაშაულებრივი კომისიის თანამონაწილეა.
"მაკა ბოჭორიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა, სალომე სამადაშვილის ელჩობის პირობებში მისი მესამე მდივანი იყო, თუ სწორად ვიცი და შემდეგ ძალიან აქტიურად ცდილობდა მოხვედრილიყო "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში, მაგრამ მისი კვალიფიკაციები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საგარეო გუნდის წევრი გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში", მაგრამ ბიძინასთვის ყველაფერზე ხელის მომწერ დე ფაქტო არალეგიტიმურ მინისტრად გამოდგა და ამას ადასტურებს ის, რომ ახლა თეა წულუკიანს გაუიგივა თავი და თანამონაწილე გახდა დანაშაულებრივი მოღალატეობრივი კომისიის, რომლითაც ადამიანებს არაფრის გამო ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ.
თუ ჩემ მიმართაც ასეთი განზრახვა აქვს რეჟიმს, რა თქმა უნდა, ამ თვითმარქვია არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაზე მე გამოცხადებას არ ვაპირებ.
ახლა მთავარია, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ერთიანად, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, სადაც ასევე კოლეგებიც შემომიერთდებიან. ასევე, ხვალ დილით გვექნება შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს