Logo

თინა ბოკუჩავა - მას აქვს ძალიან მაღალი ნდობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში

პოლიტიკა
168
Frontnews image description

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება თავისუფლების ხანმოკლე ეტაპი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, "ოცნება" არაპროგნოზირებადია არავინ იცის, ვის რას უმზადებს.

"ემოციურია ზურას კვლავ დანახვა. ზურას ცხოვრებაში იყო ძალიან ტრაგიკული მომენტი, როდესაც რეჟიმმა 15 წუთით გამოუშვა იმისთვის, რომ დედას დამშვიდობებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ეს მისთვის ყველაზე მძიმე იყო და რა თქმა უნდა, ბავშვებთან განშორება. ის განსაკუთრებული მამაა და დიდი როლი აქვს თავისი შვილების აღზრდაში. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება თავისუფლების ხანმოკლე ეტაპი.  იმდენად არაპროგნოზირებადია რეჟიმი, რომ როდესაც სახლიდან გავდივართ, არ იციან ჩვენმა ოჯახის წევრებმა, რამდენად მოვბრუნდებით, მაგრამ ჩვენ მაინც ისეთი ოპტიმიზმით უნდა შევხვდეთ ამ ამბავს, როგორსაც ასხივებდა ზურა. მისი ეს ოპტიმიზმი და გამორჩეული გულწრფელობა, რაც უკიდურესად დეფიციტური ნიშანია ქართულ პოლიტიკაში, არის ის თვისებები, რის გამოც, მას აქვს ძალიან მაღალი ნდობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და თუ ჩვენ ახალგაზრდებში არ გავაჩინეთ გამარჯვების რწმენა და თუ მათ არ ვაჩვენეთ, რა არის განსხვავება იმ მომავალს შორის, რაც დემოკრატიულ ველს შეუძლია შექმნას და იმას შორის, რასაც დღეს რუსული რეჟიმი გვთავაზობს და თუ ახალგაზრდებმა არ ირწმუნეს ამ მომავლის და ამ გამარჯვების, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება ამ გამარჯვების მიღწევა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დღეს დატოვა.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები