თინა ბოკუჩავა - მე მაქვს პასუხისმგებლობა, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მეც დამატყვევებს, ჩავიტანო სათქმელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში


ავტორი
Front News საქართველო
მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მეც დამატყვევებს, ჩავიტანო სათქმელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საიდანაც გამოაძევეს წულუკიანი და რუსული ოცნების დელეგაცია, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სიმართლე ყოველთვის გაჟღერდება ევროპის დედაქალაქებში.
"მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მეც დამატყვევებს, ჩავიტანო სათქმელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საიდანაც გამოაძევეს წულუკიანი და რუსული ოცნების დელეგაცია იმ არადემოკრატიული, ანტიევროპული და ანტიეროვნული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დგამს, მაგრამ მას თუ ჰგონია, რომ ნებისმიერი ჩვენგანის დაჭერით საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაიგებს სიმართლეს, ძალიან ცდება, ეს სიმართლე ყოველთვის გაჟღერდება ევროპის დედაქალაქებში და ჩვენი ევროპელი მეგობრები, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დაუწესებენ ივანიშვილს იმ სანქციებს, რომელიც აუცილებელია მისი რეჟიმის შებოჭვის და შეზღუდვისთვის და საბოლოო დამარცხებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დებატებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაესწრება.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს