Logo

თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია ერთობა სწორი და სტრატეგიული მიზნებისთვის

პოლიტიკა
87
Frontnews image description

ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ერთობის მომხრე.

"ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი კამპანიები და ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვკონცეტრირდეთ. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ერთობის მომხრე, რადგან ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციურ სპექტრთან მიმართებით ისეთი ერთობის შექმნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს დაამხობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთობა სწორი და სტრატეგიული მიზნებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები