თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვისაუბრეთ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილს და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები აქვს ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში, ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ე.წ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი გააძლიერებენ ძალისხმევას. თანამშრომლობას და კოორდინაციას იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ წნეხი ავტოკრატიულ რეჟიმზე და საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


