თინა ბოკუჩავა - მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
"დებატის მთავარი მოთხოვნა იყოს პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
“დღევანდელი დებატი საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის მორიგი დასტური იმის, რომ “რუსული ოცნება” რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის მათ შორის ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და რაც მთავარია ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. დღეს მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს