თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა.
“გუშინ ევროსაბჭოში იყო ისტორიული დღე, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის შესწავლის შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “რუსული ოცნების” დელეგაციამ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება
დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს