Logo

თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად ჯო უილსონს შეხვდა

პოლიტიკა
149
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად "მეგობარი აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს ჯო უილსონს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

მისივე ცნობით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე საქართველოს დიდ მეგობარ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

„მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს, არის ის, რომ „მეგობარი აქტი“ აშშ-ში აღარ არის აქტუალური, აღარ დგას დგას დღის წესრიგში, ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. აქტიურად მიდის განხილვები, მათ შორის სენატში, რათა „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია, იღებს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო. რა თქმა უნდა, წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია, ეს მოხდეს „მეგობარ აქტთან“ ერთად, რაც იქნება წინაპირობა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების. იმ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც დაასამარა ტრამპის სასტუმროს პროექტი საქართველოში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებდა, როდესაც ამბობდა, რომ მას ფული გადაუხადეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, საქართველოში არა მხოლოდ ტრამპთაუერი აშენდება, არა მხოლოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივა დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ღირსეული და სანდო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement