Logo

თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
540
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში. პარტიის ლიდერები თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"ეროვნული უშიშროების საბჭო პირდაპირ ანგარიშვალდებულია პრეზიდენტ ტრამპთან. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ნაბიჯებს.

ცალკე ყურადღება დაეთმო პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩვენ ახლა დავასრულეთ შეხვედრა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და მინდა დადასტურებით ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-სთვის და ასევე ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რომელიც ატყვევებს საკუთარ ოპონენტებს, ეს ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსისგან და შესაბამისად, ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და აშშ-თან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური, პროამერიკელი და რაც მთავარია პროეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მოიყვანს სისრულეში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement