თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური გადაწყვეტილების წნეხი შეგვიძლია განვახორციელოთ ერთიანობით, კონსოლიდაციით და არა ერთმანეთთან დაპირისპირებით


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ერთი კოალიციიდან სამ ლიდერს იჭერენ, როდესაც არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს გარანტირებული არ აქვთ, რომ გირაოს გადახდის სანაცვლოდ მათ არ დაიჭერენ, წარმოუდგენელია ასეთ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებით სპეცოპერაციაში მონაწილეობაში ხსნა და გამოსავალი არ არის.
"ბიძინას თამაშის წესებით სპეცოპერაციაში მონაწილეობაში ხსნა და გამოსავალი რომ არ არის, ამას ყველა ვხვდებით. ვინ შეიძლება თავის ამომრჩეველს დააჯეროს, რომ მხოლოდ 9 ნომრის - "ლელოს" და 25 ნომრის - გახარიას მონაწილეობით შესაძლებელია ცვლილების მოტანა, ეს ხომ თეორიულადაც შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" გარეშე.
პოლიტიკური გადაწყვეტილების წნეხი შეგვიძლია განვახორციელოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით, კონსოლიდაციით და არა ერთმანეთთან დაპირისპირებით. ამავეს გვეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორები, ყოველდღე მაქვს მათთან შეხება, მათაც სურთ ალტერნატივის დანახვა, მათაც სურთ, რომ საქართველო კვლავ დაბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე.
მაშინ, როდესაც ერთი კოალიციიდან სამ ლიდერს იჭერენ, როდესაც არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს გარანტირებული არ აქვთ, რომ გირაოს გადახდის სანაცვლოდ მათ არ დაიჭერენ, წარმოუდგენელია ასეთ სპეცოპერაციაში მონაწილეობა იმ ილუზიით, რომ ბიძინა ივანიშვილი დათმობს თბილისი ორ მილიარდიან ბიუჯეტს და ჩააბარებს ოპოზიციას, ამიტომ, ერთმანეთს აღარ უნდა მოვატყუოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა