თინა ბოკუჩავა - ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს, რომ არ გახდეს რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე

ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს, რომ არ გახდეს თანამონაწილე 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მისვლა ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში ხმის ჩაგდებას ნიშნავს.
"პარტიაში გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია. ამას ყველა ვაღიარებთ, რომ 4 ოქტომბერი სცდება ყოველგვარ პარტიულ დღის წესრიგს. ჩვენი ამოცანაა, რომ არა მხოლოდ თბილისის საპროტესტო ბირთვი მობილიზდეს, არამედ ასევე, 4 ოქტომბერს ადამიანები, რომლებიც მივიდოდნენ საარჩევნო ყუთებთან იმისთვის, რომ გაეფერადებინათ 5, ამას არ გააკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ იქ მისვლა და ბიულეტენის გადახაზვა, გაფუჭება ან ასე შემდეგ, უკვე ივანიშვილის ყულაბაში ხმის ჩაგდება და დახმარებაა, რადგან ივანიშვილისთვის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან, მთავარია აქტივობა.
ახლა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არა საორგანიზაციო დეტალებზე საუბარია, არამედ არის ის, რომ მაქსიმალურად მოვუწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ არ გახდეს თანამონაწილე 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის. მაქსიმალურად მოვუწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ არ გახდეს თანამონაწილე 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის, არ მივიდეს საარჩევნო უბნადწოდებულ სპეცოპერაციის პუნქტთან და პირდაპირ მოვიდეს რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გახდეს რეჟიმი დელეგიტიმირებული. დანარჩენი არის ხალხზე დამოკიდებული და ეს ძალიან კარგად გვესმის ჩვენ. რევოლუციური პროცესები მოაქვთ ხალხს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


