თინა ბოკუჩავა რადოსლავ სიკორსკის შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდნენ.
“ჩვენ ამ წუთებში დავასრულეთ შეხვედრა რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მას ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს - ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც პოლონეთის დიდი მეგობარი იყო და არის და მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადოსლავ სიკორსკი, როგორც ვაიმარის სამკუთხედის ერთ-ერთი საგარეო მინისტრი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს