
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შეერთების შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილით შეიტყო და სოციალური ქსელით არ გაუგია.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოსტში, რომელიც გამოაქვეყნა, მკვეთრად განმარტა, რა ცვლილებების გატარებას გეგმავს, პარტიის წევრების და მხარდამჭერების ჩართულობით და ასევე მკაფიოდ ახსენა მისი სახელი გვარი ამავე პოსტში.
"ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შემოერთების შესახებ ინფორმაცია, მეც წერილით მივიღე, სააკაშვილმა მომწერა წერილი ამის შესახებ. მე მასთან პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობა, ბუნებრივია, არ მაქვს. მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ მოეწერა ჩემთვის, ვიდრე ფეისბუკზე დაიწერებოდა.
იმავე პოსტში, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოერთებასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ამ ცვლილებების და რეფორმების განხორციელებას, რომელსაც ის გეგმავს პარტიასთან და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად, ეს იყო სწორედ ის კონსტრუქცია, რომელიც მან გამოიყენა, ამ ცვლილებების გატარებას გეგმავს, ასევე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და სახელობით მომიხსენია მე და ამ ნდობის მანდატისთვის, მე ვარ ძალიან მადლობელი.
მე გეტყვით, მაქვს თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, ავიღო თუ არა ეს პასუხისმგებლობა, მე არჩეული ვიყავი პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 8 ივლისს, ასე რომ მე შევძლებ, ყოველგვარი სკანდალის, გადატრიალების და სერიოზული ვნებათაღელვის გარეშე მივიყვანოთ ბოლომდე. [...]იმავე პოსტში, სადაც სააკაშვილმა ისაუბრა სიახლეების, განახლების და რეფორმების აუცილებლობაზე მან კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ ცვლილებების განხორციელებაში, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მადლიერი ვარ ამ ნდობის მანდატისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, მე ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ, პარტიის შიგნით, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილთან, რომლის ჩართულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება. ყოვლად მიუღებლად, პოლიტიკურად და ეთიკურად გაუმართლებლად მიმაჩნია, ისე მოვახდინოთ პოლიტსაბჭოს რეფორმირება, რომ აზრი არ ვკითხოთ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თბილისის ორგანიზაციის რეფორმირება, გაძლიერება და დაკომპლექტება, ირაკლი ნადირაძის ჩართულობით მოხდეს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს