Logo

თინა ბოკუჩავა - საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო

პოლიტიკა
203
Frontnews image description

საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქ იგულისხმება ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.

"ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორედ ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე უკვე ვხედავთ, რომ ეს ასე არის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

Advertisement