Logo

თინა ბოკუჩავა - საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ

პოლიტიკა
287
Frontnews image description

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა, პირიქით სანქციები მიმართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე, მათ შორის პროპაგანდისტების და ბიზნესმენების პერსონალურ სანქცირებაზე.

"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ.

რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნესელიტამ უნდა დაკარგოს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება.

თქვენ ასევე უნდა შეწყვიტოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს", - განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლაში. 

Advertisement