თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება, გრძელდება პოლიტიკური დაჭერები


ავტორი
Front News საქართველო
“სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება, გრძელდება პოლიტიკური დაჭერები; რეჟიმმა პოლიტიკური განცხადების გამო დააკავა ლევან ხაბეიშვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობას დღეს 4 წელი შეუსრულდა, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი, მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდება. გრძელდება პოლიტიკური დაჭერები, რეჟიმმა პოლიტიკური საჯარო განცხადების გამო დააკავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ასევე შესრულდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის 4 წელი, რომელიც ერთ დროს იყო ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია გმირ ქართულ ჯართან ერთად პუტინის საქართველოში შემოჭრას 2008 წელს, რის გამოც ის ახლა ისჯება საქართველოს ამჟამინდელი პუტინისტური რეჟიმისგან ამგვარად, დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება მიღებული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა